1.ესტონეთის რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად:

a) როდესაც ესტონეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში,თუ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით უფრო ხელსაყრელი პირობები არ არის გათვალისწინებული, ესტონეთი დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ესტონეთში შემოსავალსა ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

b)a) ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, ესტონეთის რეზიდენტ კომპანიას, რომელიც იღებს დივიდენდებს საქართველო რეზიდენტი კომპანიისაგან, რომელშიც ის ფლობს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს და აქვს სრული ხმის უფლება, საქართველოში გადახდილ გადასახადში ჩაეთვლება არა მხოლოდ დივიდენზე გადახდილი გადასახადი, არამედ, აგრეთვე, დივიდენდის გადამხდელი კომპანიის მიერ მოგებაზე გადახდილი გადასახადის შესაბამისი ნაწილიც.

2. საქართველოს რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად:

a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად, შეიძლება დაიბეგროს ესტონეთში, საქართველო დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ესტონეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ესტონეთში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ესტონეთში.

b) თუ საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი, ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, გადასახადებისგან გათავისუფლებულია საქართველოში, საქართველოს მიუხედავად, ამისა, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ