1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს შვეიცარიაში, საქართველო დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვეიცარიაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც შვეიცარიაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს შვეიცარიაში.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. შვეიცარიის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც შვეიცარიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, შვეიცარია „b“ ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით გაათავისუფლებს ამგვარ შემოსავალს ან კაპიტალს გადასახადისაგან, მაგრამ ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს შეუძლია გამოიყენოს საგადასახადო განაკვეთი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა, გათავისუფლებული შემოსავალი და კაპიტალი რომ არ ყოფილიყო ამგვარად გათავისუფლებული;
b) როდესაც შვეიცარიის რეზიდენტი იღებს დივიდენდს, რომელიც მე-10 მუხლის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, შვეიცარია, მოთხოვნის საფუძველზე, მის რეზიდენტს მიანიჭებს შეღავათს, რომელიც მოიცავს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მე-10 მუხლის დებულებების თანახმად საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შვეიცარიის გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში; ან
ii) შვეიცარიის გადასახადის ერთიანი თანხით შემცირებას; ან
iii) ამგვარი დივიდენდების შვეიცარიის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, მოიცავს საქართველოში დივიდენდების მთლიან თანხაზე გადახდილი გადასახადის გამოქვითვას.
შვეიცარია განსაზღვრავს გამოქვითვების სახეებს და დაარეგულირებს პროცედურულ მხარეს შვეიცარიის იმ დებულებების თანახმად, რომელიც დაკავშირებულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.
c) კომპანია, რომელიც არის შვეიცარიის რეზიდენტი და რომელიც დივიდენდებს იღებს საქართველოს რეზიდენტი კომპანიისგან, ასეთ დივიდენდებთან დაკავშირებულ შვეიცარიის გადასახადის მიზნებისათვის, უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს იგივე შეღავათებით, რომლითაც ისარგებლებდა კომპანია, დივიდენდის გადამხდელი კომპანია შვეიცარიის რეზიდენტი რომ ყოფილიყო
შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ · რედაქცია 15.06.2010
მუხლი 23. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. დაქირავებით მუშაობა
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. სხვა შემოსავლები
- მუხლი 22. კაპიტალი
- მუხლი 24. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 25. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 26. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 27. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 28. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 23, №0, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1475893/muxli-23/