1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან იმ ინფორმაციას (ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით ჩვეული ადმინისტრირების დროს), რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებების მოქმედებისათვის იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ამგვარად გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. არ გაიცვლება ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, საბანკო, სამრეწველო ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას ან რომელიც ეწინააღმდეგება მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ ინტერესებს, ან მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც არ ხდება ამ სახელმწიფოს ან განმცხადებელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით
შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ · რედაქცია 15.06.2010
მუხლი 26. ინფორმაციის გაცვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 26, №0, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1475893/muxli-26/