1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
2. ამ შეთანხმების დებულებები გამოიყენება:
a)  წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების შემთხვევაში, იმ თანხების მიმართ, რომელთა გადახდა ან დარიცხვა ხდება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ;
b) სხვა გადასახადების შემთხვევაში – ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც დაიწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მას შემდე