1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ლუქსემბურგში, საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლუქსემბურგში შემოსავალზე გადახილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლუქსემბურგში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაბეგრილიყო ლუქსემბურგში.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ლუქსემბურგის კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს აქ მოყვანილ ძირითად პრინციპებზე, ორმაგი დაბეგვრა აცილებული იქნება შემდეგნაირად:
a) როდესაც ლუქსემბურგის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაშინ ლუქსემბურგი ამ პუნქტის b) და c) ქვეპუნქტების დებულებების თანახმად, ამგვარ შემოსავალს ან კაპიტალს გაათავისუფლებს გადასახადისაგან, ამასთან, შეუძლია ამ რეზიდენტს დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს გამოიყენოს გადასახადის ის განაკვეთები, რომლებიც გამოიყენებოდა შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადებისაგან გათავისუფლებამდე;
b) როდესაც ლუქსემბურგის რეზიდენტი იღებს ისეთი სახეობის შემოსავლებს, რომლებიც ამ შეთანხმების მე-10 და მე-17 მუხლების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ლუქსემბურგს შეუძლია დაუშვას რეზიდენტი ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადიდან ან რეზიდენტი საწარმოს კორპორატიული გადასახადიდან გამოქვითვა იმ მოცულობით, რომელიც საქართველოში გადახდილი გადასახადის ტოლი იქნება. ასეთი გამოქვითვა, ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება საქართველოში მიღებულ შემოსავლის სახეობებს;
c) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებები არ გამოიყენება ლუქსემბურგის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლებისა და მის მფლობელობაში არსებული კაპიტალის მიმართ, როდესაც საქართველო, ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გადასახადისაგან გაათავისუფლებს ამგვარ შემოსავალს ან კაპიტალს, ან ამგვარი შემოსავლების მიმართ გამოიყენებს ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტ