1. ეს შეთანხმება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ ენიჭება უფლება გამოიყენოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთისა და გადასახადების გადაუხდელობის წინააღმდეგ ბრძოლოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების დებულებების გამოყენება გამოიწვევს ორმაგი დაბეგვრის წარმოქმნას, კომპეტენტური უწყებები, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადიან კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.
2. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ეს ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების 30-ე მუხლის დებულებების შესაბამისა