ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.
ასეთ შემთხვევაში, ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავალსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბუდაპეშტში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
უნგრეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის „ეფექტური მართვის ადგილი
” განიხილება როგორც ადგილი, სადაც საწარმოს მენეჯმენტი და აღმასრულებელი დირექტორი ან საწარმოს უფროსი დირექტორთა ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს საწარმოს ყოველდღიური მუშაობის პროცესს, ახორციელებს თავიანთ სამუშაოს.
მართვის ადგილისა და ყოველდღიური მაკონტროლებელი საქმიანობის ადგილის განსხავების მიზნით, „ფაქტობრივი მართვის ადგილი
” განისაზღვრება როგოც ადგილი, სადაც წარმოებული იქნება ყოველდღიური მაკონტროლებელი სამუშაოები.
2. იგულისხმება, რომ უნგრეთში დაარსებული ამხანაგობა (beteti tarsasag, Kozjereseti tarsasag) იბეგრება უნგრეთში როგორც კორპორაცია, წარმოადგენს უნგრეთის რეზიდენტს და მასზე ვრცელდება ტერმინი „კომპანიას » განმარტება.
3. იგულისხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტის ტერმინი „კომპანია » ნიშნავს საწარმოს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
4. 27-ე მუხლთან მიმართებით :
იგულისხმება, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ შეთანხმების ან მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე გაცვლილი პირადი მონაცემების დაცვა. პირადი მონაცემების დამუშავებისას, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ამ შეთანხმების დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ინფორმაციის გაცვლის კონფიდენციალურობისა და გამოყენების საკითხებს. მათ შეუძლიათ გაცვალონ მხოლოდ ის პირადი მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვანი ან გამოსადეგია 27-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ხოლო მიღებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება ამ შეთანხმების გამოყენებისთვის საჭირო პერიოდის ფარგლებში. ხელშემკვრელმა მხარეებმა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ცალკეული უწყებების მეშვეობით, უნდა უზრუნველყონ მონაცემების დამუშავების კანონიერება. ამასთანავე, პირს, რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია, ამ შეთანხმების დებულებათა საფუძველზე, გააჩნია უფლება :
(i) მოითხოვოს მასთან დაკავშირებული დამუშავებული ინფორმაცია,(ii) მოახდინოს არალეგალურად დამუშავებული მონაცემების განადგურების და მონაცემების შესწორების პროცესის ინიცირება, და
(iii) აქვს დამოუკიდებელი უწყების მიერ იურიდიული დაცვის უფლება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
5. ეს შეთანხმება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა არღვევდეს უნგრეთის მიერ ევროკავშირის წევრობიდან ნაკისრ ვალდებულებებს.
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2012 წლის 16 თებერვალს, ქ. ბუდაპეშტში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
უნგრეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილი