1. ანაზღაურებები, რომელსაც იღებს პროფესორები, მასწავლებლები, მეცნიერ-მუშაკები, რომლებიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩამოსვლამდე იყვნენ ან არიან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები და იმყოფებიან პირველ აღნიშნულ სახელმწიფოში პედაგოგიური საქმიანობის ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, არა უმეტეს ორი წლისა უნივერსიტეტში, კოლეჯში ან სხვა სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის დაწესებულებაში. არ დაიბეგრება გადასახადით პირველად აღნიშნულ სახელმწიფოში, თუ ამ გადასახადების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება კვლევით სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლის მიმართ, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ განსაზღვრული პირისა ან პირების კერძო სარგებლის მიღების მიზნი