1. მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) და მე-15 (დამოკიდებული პირადი მომსახურება) მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მის მიერ მეორე სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. თუ შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი (სწორედ, როგორც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი), დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მიუხედავად ამ ხელშეკრულების მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან), მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) და მე-15 (დამოკიდებული პირადი მომსახურება) მუხლების დებულებებისა, გადასახადით იბეგრება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის და სპორტსმენის საქმიანობა.
3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ეხება შემოსავალს, რომელიც მიიღება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკების ან სპორტსმენების მიერ განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამ სახელმწიფოს დასწრება ხორციელდება კულტურული ან სპორტული გაცვლის შესახებ შეთანხმების საზღვრებში და (ან) მთლიანად ფინანსირდება ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოების საზოგადოებრივი ფონდებიდან, მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი გადასახადით იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოცემული ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ