1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომელიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, გარდა უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, განსაზღვრული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით (შემოსავლები უძრავი ქონებიდან), თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მოხდა შემოსავლის გადახდა, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებისდა მიხედვით გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) ან მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) მუხლების დებულებებ