1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ, მას შეუძლია, ამ სახელმწიფოთა ნაციონალური კანომდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებათა მიუხედავად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში,რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში პირველი შეტყობინებიდან იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც იწვევენ გადასახადით დაბეგვრას კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ.
2. კომპეტენტური ორგანო შეეცდება, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და, თუ მას თვითონ არ შეუძლია მივიდეს დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი კონვენციასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე დროებითი შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ისწრაფვიან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ ნებისმიერი სიძნელე ან გაუგებრობა, რომელიც წარმოიშობა კონვენციის განმარტებით ან გამოყენებისას. მათ შეუძლიათ აგრეთვე აწარმოონ ერთმანეთთან კონსულტაციები ორმაგი დაბეგვრით თავიდან აცილების მიზნით კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტების გაგებაში თანხმობით მიღწევის მიზნით. თუ თანხმობის მისაღწევად მიზანშეწონილი იქნება აზრთა ზეპირი გაცვლის ორგანიზება, ასეთი გაცვლა შეიძლება შედგეს იმ კომისიის სხდომის ჩარჩოებში, რომელსაც შეადგენენ ხელმომწერ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოებ