ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, სანამ ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება, დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კონვენციის ძალაში შესვლის ხუთწლიანი პერიოდის მომდევნო ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე, სულ მცირე, 3 თვით ადრე. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს თავის მოქმედებას:

a) გადასახადებთან მიმართებაში, რომლებიც დაკავებულია გადახდის წყაროსთან, თანხის მიხედვით, რომელიც გადაიხდება ან ჩაითვლება მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიცემის წლის, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან: და

b) სხვა გადასახადებთან მიმართებაში, დასაბეგრი პერიოდის მიხედვით, რომელიც იწყება მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიცემის წლის, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის 11 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის განსხვავების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის                                 ყაზახეთის რესპუბლიკის

სახელით                                                      მთავრობის სახელით

ხელმოწერილია                                              ხელმოწერილია

ო ქ მ ი

შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის ხელმოწერის დროს ქვემორეხელის მომწერნი შეთანხმდნენ შემდეგ დებულებაზე, რომელიც წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

მე-8 მუხლთან მიმართებაში:

"მმართველი ფიზიკური ორგანო" განიხილება როგორც ორგანო, რომელიც ახორციელებს ყოველდღიურ მართვას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ სად ხორციელდება ქვედანაყოფის საქმიანობის უმაღლესი კონტროლი, რომელიც ამ კონვენციის შინაარსით არ არის მუდმივი დაწესებულება.

შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის "11" ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა, ტექსტებს შორის განსხვავების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის                             ყაზახეთის რესპუბლიკის

სახელით                                                   მთავრობის სახელით

ხელმოწერილია                                            ხელმოწერილ