1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის შესრულებისათვის გადასახადებზე, რომლებზედაც კონვენცია ვრცელდება იმ ზომით, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება კონვენციას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ ასეთი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა ღია სასამართლოს სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

2. არც ერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის :

a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანომდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) წარადგინონ ინფორმაცია, რომელიც გახსნიდა რაიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციულ ან პროფესიონალურ საიდუმლოებას, ან სავაჭრო პროცესს, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც შეეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს