1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებათა ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესრულებისათვის, რომელიიც ეხება იმ გადასახადებს, რომლებზედაც შეთანხმება ვრცელდება იმ ზომით, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება 1-ლი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ეცნობება მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან გადასახადების შეფასებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ აღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციებს გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის მსვლელობაში ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას.
2. არც ერთ შემთხვევაში 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება განმარტებული, როგორც სავალდებულო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის დაკისრებული ვალდებულება:
a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანნმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებული იქნეს ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;
c) მიაწოდონ ინფორმაცია, რომელაც შეიძლება გახსნას რაიმე სავაჭრო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიონალური საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გახსნაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს