1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი ქონება, რომელზეც ლაპარაკია მე-6 მუხლში და რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას არსებულს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი ქონება, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის განკარგვაშია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობისათვის, შეიძლება დაიბეგროს ან მეორე სახელმწიფოში.

3. ქონება, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლეშიც იმყოფება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ორგანო.

4. ქონება, რომელიც წარმოდგენილია კომპანიის აქციებით ან სხვა კორპორაციული უფლებებით, რომელთა აქტივები უმთავრესად შედგება ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ