1. ანაზღაურება, რომელსაც იღებს პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერ მუშაკი, რომლებიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩამოსვლამდე იყვნენ ან არიან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები და პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფებიან მხოლოდ სამასწავლებლო საქმიანობის ან სამეცნიერო კვლევის მიზნით უნივესიტეტში, კოლეჯში ან სხვა სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში არაუმეტეს ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, არ იბეგრება ამ პირველ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ იქნება გამოყენებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი მუშაობა ტარდება არასაზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნი