1. მე-14 და მე15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მისი პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი (სწორედ როგორც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი), დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშსაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ეხება შემოსავალს, რომელსაც ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი მიიღებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამ სახელმწიფოში ვიზიტი ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის კულტურისა და სპორტის შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში და (ან) მთლიანად ფინანსირდებს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საზოგადოებრივი ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს აღნიშნული ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ