1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურეობის გაწევის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად მას გააჩნია რეგულარულად გამოყენებადი მუდმივი ბაზა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ მას გააჩნია ასეთი მუდმივი ბაზა, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ იმ ნაწილში, რომელიც განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას.
2. გამონათქვამი „პროფესიონალური მომსახურეობა“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, იურისტების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების, ბუღალტრების და აუდიტორების დამოუკიდებელ საქმიანობა