1. საზღვაო ან საჰაერო ხომალლდების, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სატრანსპორტო საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქონლის ან პროდუქციის გადასაზიდი კონტეინერების (კონტეინერების გადასატანი ტრაილერებისა და სხვა მოწყობილობის ჩათვლით) გამოყენებიდან, შენახვიდან ან იჯარიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
3. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე პულში, ერთობლივ საწარმოებში ან სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობის შედეგად მირებული შემოსავლების მიმართ, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც განეკუთვნება მის წილს ერთობლივ საქმიანობაშ