1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება:

a) ამ მუდმივ დაწესებულებას;

b) ამ მეორე სახელმწიფოში საქონლისა და ნაკეთობის რეალიზაციას, რომელთაც იგივე ან მსგავსი სახე აქვთ, როგორც იმათ, რომლებიც იყიდება ასეთი მუდმივი დაწესებულების მიერ;

c) სხვა სამეწარმეო საქმიანობას, რომელის ხორციელდება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ისეთივე ან მსგავსი სახე აქვს, როგორც იმას, რომელიც ხორციელდება ასეთი მუდმივი დაწესებულების მიერ.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახლრციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სხელმწიფოში, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეეძლო მიეღი, თუ იგი იქნებოდა განკერძოებული და დამოუკიდებელი საწარმო, იმავე ან ანალოგიური პირობებში დაკავებული იმავე ან ანალოგიური საქმიანობით და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია დოკუმენტურად დასაბუთებული ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, ასეთი გამოქვითვები არ დაიშვება თანხების მიმართ, თუ ასეთი არსებობს, რომლებიც გადაეხდება (თუ არა ფაქტობრივად გაწეული ხარჯების კომპენსაცია) მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოს ან ნებისმიერ მის ქვედანაყოფს როიალტის, ჰონორარების ან სხვა მსგავსი გადახდების სახით, პატენტებისა და სხვა უფლებებით სარგებლობისათვის ან საკომისიო გასამრჯელოს სახით – გაწეული მომსახურების ან მენეჯმენტისათვის, ან (საბანკო დაწესებულებების გარდა) სესხის პროცენტების სახით, რომელიც მან მუდმივ დაწესებულებას მისცა.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ მეორე პუნქტში არაფერი არ უკრალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი განაწილების მეშვეობით. განაწილების არჩეული მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პრინციპებს.

5. მუდმივ დაწესებულებას არ ჩაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.

6. წინამდებარე პუნქტების მიზნებისათვის, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი არ იქნება მის შესაცვლელად.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება მოიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებზეც ცალკეა საუბარი ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, იმ მუხლების დებულებებს არ შეეხება წინამდებარე მუხლის დებულებებ