1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვავაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, თუ იგი იქნებოდა განკერძოებული საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ამ მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს დებულება გამოიყენება ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების თანახმად.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ მეორე პუნქტში არაფერი არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი განაწილების მეშვეობით; ამასთან, განაწილების არჩეული მეთოდი უნდა იყოს იმგვარი, რომ შედეგი შეესაბამებოდეს ამ მუხლის პრინციპებს.

5. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მუდმივმა დაწესებულებამ შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.

6. წინა პუნქტების მიზნებისათვის, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის საწინააღმდეგოდ.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, იმ მუხლების დებულებებს არ შეეხება ამ მუხლის დებულებებ