1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს საქმიანობა.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ქარხანას;

e) მაღაზიას;

f) სახელოსნოს,g) ფერმას ან ნებისმიერ პლანტაციას;

h) მაღაროს, საბადოს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კერიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ აგრეთვე მოიცავს:

a) სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტის საზედამხედველო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ ობიექტებთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან დაკავშირებული სამუშაოები აჭარბებს ცხრა თვეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში;

b) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საკუთარი მოსამსახურეების ან იმ მიზნის განსახორციელებლად საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაქირავებული სხვა პერსონალის მეშვეობით იმ პირობით, რომ ასეთი სახის საქმიანობა ერთი ან ურთიერთდაკავშირებული ობიექტებისათვის შეადგენს პერიოდს ან პერიოდებს, რომლებიც საერთო ჯამში ცხრა თვეს აღემატება ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში.

4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:

a) ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მხოლოდ შენახვის, დემონსტირების ან მიწოდების მიზნით;

b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;

c) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საწარმოს საკუთრებაში მყოფი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომლებიც გამოფენილ იქნა სავაჭრო ბაზრობაზე ან გამოფენაზე და რომელიც გაყიდულ იქნა საწარმოს მიერ ამგვარი ბაზრობის ან გამოფენის დასასრულს;

e) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

f) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის შენახვა საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხოციელების მიზნით;

g) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა a) – f) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით განხორციელებულ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-7 პუნქტში, მოქმედებს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტი საწარმოს სახელით, ჩაითვლება, რომ ამ საწარმოს აქვს მუდმივი დაწესებულება ამ სახელმწიფოში საწარმოსადმი ამ პირის მიერ შესრულებული ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, მანამ, ვიდრე ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად, არ გადააქცევს ამ საქმიანობის მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად ხელშემკვრელი სახელმწიფოს სადაზღვევო კომპანია (გადაზღვევის ოპერაციების გარდა) ჩაითვლება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის კრეფს შენატანებს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან თუ ის აზღვევს იქ განლაგებულ რისკს პირის მეშვეობით, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-7 პუნქტში.

7. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე, თუ იგი ამ სახელმწიფოში კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ბოკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში.

8. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების ან სხვაგვარად), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულება