1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სოფლისა და სატყვეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად ან ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური რესურსების, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; საზღვაო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებანი არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება, შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირ გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე, საწარმოს უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევა