1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლების ჩათვლით), მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ტერმინი უძრავი ქონება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ საქონელს და მოწყობილობას, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგადი სამართლის დებულებებს. უძრავი ქონების უზუფრუქტი და უფლებები ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური წიაღისეულის, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის განიხილება როგორც უძრავი ქონება. გემები და საჰაერო ხომალდები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.
3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან, პირდაპირ ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.
4. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე, შემოსავლებზე საწარმოს უძრავი ქონებიდან და შემოსავლებზე იმ უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 6. შემოსავლები უძრავი ქონებიდან— კონვენცია იტალიის რესპუბლიკის მთავრობას და საქართველოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
მუხლი 6. შემოსავლები უძრავი ქონებიდან— კონვენცია საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან— კონვენცია საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მუხლი 6. შემოსავლები უძრავი ქონებიდან— კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან— კონვენცია საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მუხლი 6. შემოსავლები უძრავი ქონებიდან— შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება
საქართველოს და ბელგიის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 6, №-, 05.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.002.000493 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1217072/muxli-6/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია