1. მოცემული შეთანხმება ვრცელდება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომლებიც გადახდილ იქნება თითოეული ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდის წესისა.

2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადახდილ იქნება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ნაწილებიდან, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე საწარმოების მიერ გადახდილი ხელფასების მთლიანი თანხისა კაპიტალის შეფასების გადასახადების ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(I) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;

(II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(III) საწარმოთა ქონების გადასახადი;

(IV) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;

(რომლებიც აქ და შემდგომ იწოდებიან, როგორც „საქართველოს გადასახადები“).

ბ) ბელგიის სამეფოს შემთხვევაში:

(I) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(II) საწარმოთა საშემოსავლო გადასახადი;

(III) იურიდიულ ერთეულებზე დაწესებული საშემოსავლო გადასახადი;

(IV) საშემოსავლო გადასახადი არარეზიდენტებზე;

(V) კრიზისის შემთხვევაში დამატებითი შენატანი,ავანსირების, მოცემულ გადასახადებზე და ავანსებზე დამატებითი ანაკრეფის და ინდივიდუალურ საშემოსავლო გადასახადებზე დანამატების ჩათვლით

(რომლებიც აქ და შემდგომ იწოდებიან როგორც „ბელგიის გადასახადები“).

4. შეთანხმება გამოიყენება, აგრეთვე, ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ გადახდილი იქნება არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ყოველი წლის ბოლოს აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახებ.

თავი II

განსაზღვრება