1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან ჯამაგირის მთლიან თანხებზე გადახდევინებული გადასახადების, აგრეთვე, კაპიტალის მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.
3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია, კერძოდ, წარმოადგენს:
a) საქართველოში:
(i) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;
(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში წოდებულნი როგორც „საქართველოს გადასახადები“).
b) თურქმენეთში:
(i) მოგების (შემოსავლის) გადასახადი;
(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(iii) წიაღისეულით სარგებლობის გადასახადი;
(iv) საწარმოთა ქონების გადასახადი;
(v) მიწის გადასახადი;
(შემდგომში წოდებულნი, როგორც „თურქმენეთის გადასახადები“).
4. კონვენცია გამოიყენება, აგრეთვე ყველა იდენტური ან ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატებთი ან მათ ნაცვლად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახე