1. ეს კონვენცია გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფების მიერ, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ისევე, როგორც კაპიტალის მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.
3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია წარმოადგენს:
a)რუმინეთში:
(i) ფიზიკურ პირთა მიერ მიღებულ შემოსავალზე გადასახადი;
(ii) მოგების გადასახადი;
(iii) ხელფასისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გადასახადი;
(IV) სოფლის მეურნეობის შემოსავალზე გადასახადი;
(v) დივიდენდების გადასახადი
(შემდგომში წოდებულნი როგორც „რუმინეთის გადასახადები“).
b)საქართველოში:
(i)საწარმოთა მოგების (შემოსავლის)გადასახადი;
(ii) საწარმოს ქონების გადასახადი;
(iii|)ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი.
(შემდგომში წოდებულნი როგორც „საქართველოს გადასახადები“)
4. კონვენცია გამოიყენება აგრეთვე ყველა ნებისმიერი იდენტური ან ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ კონვენციაზე ხელისმოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახე