1. მოცემული კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს:
a)ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“, კონტექსტიდან გამომდინარე, ნიშნავს საქართველოს ან რუმინეთს;
b) ტერმინი „რუმინეთი“ ნიშნავს რუმინეთის ტერიტორიას მისი ტერიტორიული წყლების, მის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცისა და იმ ტერიტორიული წყლების ჩათვლით, რომელთა მიმართ ვრცელდება რუმინეთის სუვერენული უფლებები, ისევე როგორც მიმდებარე ზონას, კონტინენტურ შელფს და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს, რომელთა მიმართაც ვრცელდება რუმინეთის იურისდიქცია, შესაბამისად, სუვერენული უფლებები, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად;
c) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების ჩათვლით, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიასა და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, რომლებიც კანონიერად დაფუძნებულია თითოეულ მონაწილე სახელმწიფოში;
e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა წარმონაქმნს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება როგორც კორპორაციული;
f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“, შესაბამისად, ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „მოქალაქე“ ნიშნავს:
i) რუმინეთის შემთხვევაში ნებისმიერ პირს, რომელიც არის რუმინეთის მოქალაქე და ნებისმიერ იურიდიულ პირს, პირთა გაერთიანებას და სხვა წარმონაქმნს, რომელსაც მინიჭებული აქვს თავისი სტატუსი რუმინეთში მოქმედი კანონების შესაბამისად;
ii) საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობასა და ასოციაციას, რომელსაც მინიჭებული აქვს თავისი სტატუსი საქართველოში მოქმედი კანონების შესაბამისად.
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, სარკინიგზო ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით, რომელთაც ახორციელებს საწარმო, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როედსაც ასეთი გადაზიდვა ხორციელდება უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის.
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) რუმინეთში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;
(ii) საქართველოში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
2. ხელშემკვრელი სახელმწფოს მიერ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით. იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობ