1. საკომისიო ანაზღაურება, რომელიც წარმოიქმნება ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და გადაიხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი საკომისიო ანაზღაურება შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება და ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ ამ საკომისიო ანაზღაურების ფაქტობრივი მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, ამგვარად დადგენილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს საკომისიო ანაზღაურების საერთო თანხის 5 პროცენტს.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „საკომისიო ანაზღაურება“ ნიშნავს ბროკერისადმი, გენერალური საკომისიო აგენტი ან ბროკერთან ან აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირისადმი განხორციელებულ გადახდას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად; რომელშიც წარმოიქმნება ასეთი გადახდა.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ საკომისიო ანაზღაურების ფაქტობრივი მფლობელი, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც წარმოიქმნება საკომისიო ანაზღაურება იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას ამ მეორე სახელმწიფო იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზიდან, და საქმიანობა, რომლის მიმართაც გადაიხდება საკომისიო ანაზღაურება ფაქტობრივად დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, ვითარებისდა მიხედვით, გამოიყენება მე-7 ან მე-15 მუხლის დებულებები.

5. ითვლება, რომ საკომისიო ანაზღაურება წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ საკომისიო ანაზღაურების გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც საქმიანობა, რომელზეც განხორციელდა გადახდა და ამ საკომისიო ანაზღაურებას ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი საკომისიო ანაზღაურება წარმოიქმნება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.

6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო საკომისო ანაზღაურების თანხა, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანმხებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები