1. საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სარკინიგზო ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები მოგება არ მოიცავს მოგებას, რომელიც მიღებულია სასტუმროს ექსპლუატაციიდან ან სატრანსპორტო საქმიანობისაგან, რომელიც განსხვავდება საზღვაო, საჰაერო ხომალდების, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციისაგან საერთაშორისო გადაზიდვებში.
3. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს გემბანზე, მაშინ ის ითვლება განლაგებულად იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს გემის ნავსაყუდელი, ან თუ არ არსებობს ამგვარი ნავსაყუდელი, მაშინ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის მმართავი პირი.
4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სატრანსპორტო საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქონლის ან პროდუქციის გადასაზიდი კონტეინერების (ასეთი კონტეინერების გადასატანი ტრეილერებისა და სხვა მოწყობილობის ჩათვლით) გამოყენებიდან, შენახვიდან ან იჯარიდან, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი კონტეინერები გამოიყენება მეორე მხარის ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებს შორის საქონლის ან პროდუქციის გადასაზიდად.
5. 1-ლი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საექსპლუატაციო სააგენტოში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების მიმარ