1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება იქ დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფელის, მართვის ადგილის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის მიხედვით და აგრეთვე მოიცავს ამ სახელმწიფოს და ნებისმიერ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დანაყოფს. მაგრამ ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ან ამ სახელმწიფოში არსებულ კაპიტალთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როედსაც პივრელი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) იგი ითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას არც ერთ ამ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, იგი ითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ იგი არის ორივე სახელმწიფოს ნაციონალური პირი ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად. რომელშიც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილ