1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება იქ დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფელის, მართვის ადგილის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის მიხედვით. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ სახელმწიფოში დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ან ამ სახელმწიფოში არსებულ კაპიტალთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პივრელი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი გვევლინება ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოში დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას არც ერთ ამ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ იგი არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილ