1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი პირადი მომსახურებსი გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში.
4. შემოსავლები, რომლებიც მიიღება იმ კომპანიის სააქციო კაპიტალის აქციების გასხვისებიდან, რომლის ქონება უმთავრესად პირდაპირ ან არაპირდაპირ შედგება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.
5. შემოსავლები იმ აქციების გასხვისებიდან, გარდა მე-4 პუნქტში მითითებულისა, რომელიც შეესაბამება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის კაპიტალში 15 პროცენტიან ან მეტ მონაწილეობას, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.
6. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებული პირ