1. აქტივების განთავსების სტრატეგიის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს ბენჩმარკ პორტფელს, რომელიც საინვესტიციო საქმიანობის დაგეგმვის პროცესში საწყის წერტილს წარმოადგენს. პორტფელის ფაქტობრივი შემადგენლობა მოიხსენიება, როგორც საინვესტიციო პორტფელი, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ბენჩმარკ პორტფელისგან. ბენჩმარკ და საინვესტიციო პორტფელებს შორის სხვაობა წარმოადგენს აქტიურ რისკს, რომელიც ნამატი ღირებულების სტრატეგიიდან გამომდინარეობს და რასაც მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ახორციელებს.
2. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ცდილობს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება შემდეგი ორი გზით – სტრატეგიული გადახრის და აქტიური ამონაგების სტრატეგიებით.
3. სტრატეგიული გადახრა მოიცავს მიზანმიმართულ, საშუალოვადიან გადახრებს გრძელვადიანი აქტივების განთავსების სტრატეგიიდან, რომელიც ეფუძნება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ შეფასებულ საბაზრო მოლოდინებს. მისი მიზანია, გამოიყენოს ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და ბაზრის არაეფექტურობა სხვადასხვა აქტივებთან მიმართებით. აღნიშნული გადახრები ხორციელდება ბენჩმარკ პორტფელის განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს მათ თავსებადობას პორტფელის მთლიან რისკიანობასა და აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიასთან.
4. აქტიური ამონაგების სტრატეგია ხორციელდება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებით ნამეტი შემოსავლიანობის მიღების მიზნით, დასაშვები აქტივების კლასებში. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რისკის პრემიის იდენტიფიკაციას, რომელიც არაა ხელმისაწვდომი ბენჩმარკ პორტფელში.
5. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აყალიბებს ნამატი ღირებულების სტრატეგიებს საინვესტიციო სამსახურის დახმარებით, რაც საინვესტიციო შესაძლებლობების მუდმივ კვლევას ეფუძნება. სტრატეგიების განხორციელებამდე მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ. ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი უნდა მოიცავდეს, როგორც მინიმუმ, სტრატეგიის განხორციელების რაციონალსა და რისკებისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის შესახებ ანალიზს.
6. საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური ცალ-ცალკე ახორციელებენ ზემოაღნიშნული სტრატეგიების მონიტორინგს ყოველკვარტლურად, რათა უზრუნველყონ ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო მიზნებისა და აქტივების განთავსების სტრატეგიასთან შესაბამისობა. აღნიშნული ვადა ასევე საკმარისია ბაზრის ტენდენციებისა და ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად ისე, რომ გადახრები შეესაბამებოდეს დასაშვებ ლიმიტებს. ყოველკვარტალური მიმოხილვა უნდა მოიცავდეს სტრატეგიის შეფასებას, მის შესაბამისობას დაშვებული რისკის პარამეტრებთან და ბაზრის ნებისმიერი მნიშვნელოვანი განვითარების ან საინვესტიციო პერსპექტივის ცვლილების განხილვას. მონიტორინგის პროცესი ასევე უნდა ითვალისწინებდეს საჭიროებისამებრ წარმოქმნილი რისკების ან საინვესტიციო შესაძლებლობების მიხედვით სტრატეგიების კორექტირებას და ბაზრის მუდმივ მონიტორინგ