1. ყველა მონაცემი, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მონაცემების ხელმისაწვდომობა და სანდოობა უნდა გაანალიზდეს ყველა მონაცემისთვის, რაც გამოიყენება აქტივების განთავსების სტრატეგიაში.
ბ) მსჯელობაში და გამოთვლებში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი წარსული მონაცემები. თუ წარსული დაკვირვების პერიოდში აშკარაა ბაზრის სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო სამსახური/საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს თანხმობით ან უგულებელჰყოფს შეუსაბამო წარსულის მონაცემებს, ან მოახდენს მონაცემების საჭირო კალიბრაციას რომ თავსებადად იქნას მონაცემები გამოყენებული დროის დიდ მონაკვეთებზე.
გ) საჭიროების შემთხვევაში, ისტორიული მონაცემები შესაძლოა შეფასდეს ან მოდიფიცირდეს მაშინ, როცა მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ან მონაცემთა სანდოობა საეჭვოა. თუმცა მონაცემების შეფასება/მოდიფიცირება შესაძლო მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და შეფასებული/მოდიფიცირებული მონაცემები ყოველთვის გარკვევით უნდა იქნას გაცხადებული.
დ) ისტორიული ანალიზის ჩატარებისას, საბაზრო პარამეტრების ისეთი დაშვებების განსაზღვრისთვის, როგორიცაა მოსალოდნელი ამონაგები, რისკი და ამ აქტივის კლასებს შორის კორელაციები, ყველა აქტივის კლასისთვის გამოყენებული უნდა იყოს ერთმანეთთან შესაბამისი დროის მონაკვეთ