1. სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელის (კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური) მართვისა და არსებული ინვესტიციების გადანაწილების მოქნილობის აუცილებლობის გათვალისწინებით, საჭიროა თითოეულ პორტფელში საკმარისი ლიკვიდურობის შენარჩუნება, რათა დაკმაყოფილდეს პორტფელებს შორის პოტენციური რეალოკაციების მოთხოვნები.
2. სიტუაციებში, როდესაც:
ა) ბოლო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული რეალოკაციების მოთხოვნები აღემატება საინვესტიციო პორტფელის აქტივების 2%-ს (ორ პროცენტს); ან
ბ) საინვესტიციო აქტივების რისკის ლიმიტებთან გადახრები გამოწვეულია ექსტრემალური საბაზრო პირობებითა ან კანონითა და რეგულაციებით განსაზღვრული რისკის ლიმიტების ცვლილებებით და აღნიშნულ პორტფელში არსებული აქტივების არალიკვიდურობა აფერხებს ბაზარზე ყიდვა/გაყიდვის ტრანზაქციების განხორციელებას ზედმეტი ხარჯების გაწევის გარეშე, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია დაიწყოს აქტივების რეალოკაცია პორტფელებს შორის.
3. აქტივების რეალოკაციის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ინფორმირებული იყოს აღნიშნული რეალოკაციის შესახებ. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამზადებს რეკომენდაციას საინვესტიციო საბჭოსთვის შემოთავაზებული აქტივების გადანაწილებასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული რეალოკაციის აღსრულება საჭიროებს საინვესტიციო საბჭოს წინასწარ თანხმობას.
4. აქტივების რეალოკაციის პოლიტიკის თანმიმდევრული და გამჭვირვალე მიდგომის უზრუნველსაყოფად, პორტფელებს შორის აქტივების გადატანა უნდა მოხდეს სამართლიანი ღირებულებით, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ. გადატანის თარიღი განისაზღვრება, როგორც გადატანის დამტკიცებიდან მესამე სამუშაო დღე. რეალოკაციის დროს აქტივების სამართლიანი ღირებულები გამოითვლება შემდეგნაირად:
ა) სადეპოზიტო სერტიფიკატები – ვინაიდან სადეპოზიტო სერტიფიკატებისათვის არ არსებობს აქტიურ ბაზარზე კვოტირებული ფასები, მათი ღირებულების დასადგენად გამოიყენება სამართლიანი ღირებულების შეფასების მიდგომა. სამართლიანი ღირებულება განისაზღვრება გადატანის თარიღზე, მინიმუმ 3 კომერციული ბანკისგან მიღებული ფასების საფუძველზე.
ბ) საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები – აქტივის ღირებულება განისაზღვრება გადატანის თარიღისთვის მისი საბაზრო ღირებულების საფუძველზე, რომელიც მონაწილეობს აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშებაში.
გ) ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში – უცხოურ ვალუტაში არსებული ნაღდი ფულის გადატანა პორტფელებს შორის მოხდება აქტივების გადატანის თარიღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის დახურვის ფასით.
დ) საბაზრო ფასიანი ქაღალდები (გლობალური აქციები, აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდები) – აღნიშნულ აქტივებზე კვოტირებული საბაზრო ფასების არსებობის გათვალისწინებით, აქტივების შეფასების მეთოდოლოგია დაფუძნებული იქნება გადატანის თარიღისთვის ბაზარზე არსებული დახურვის ფასით.
5. იმ შემთხვევებში, როცა ბოლო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული რეალოკაციების მოთხოვნები აღემატება საინვესტიციო პორტფელის აქტივების 2%-ს (ორ პროცენტს), რეალოკაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 1 თვის ვადაში.
დანართი №3. პორტფელის რისკის მართვის ჩარ