1. რისკის აღება საინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საინვესტიციო საბჭო გამოხატავს მზაობას აიღოს გარკვეული რისკები, რომლის გაწევაც ემსახურება სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მიღწევას და ამავდროულად მოახდინოს ისეთი რისკების მინიმიზაცია, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ამონაგების ზრდას.

2. საინვესტიციო საბჭო მზადაა აიღოს გარკვეული საინვესტიციო რისკები რისკის აპეტიტის ფარგლებში, კერძოდ:

ა) საბაზრო რისკი – პოტენციური დანაკარგები, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს აქტივების საბაზრო ღირებულების ცვლილებით, მათ შორის, წილობრივი ფასიანი ქაღალდების ფასის, ობლიგაციების შემოსავლიანობის და გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეული დანაკარგები.

ბ) საკრედიტო რისკი – რისკი, რომელიც გამოწვეულია კონტრაჰენტის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობით.

გ) ლიკვიდურობის რისკი – მოულოდნელი, დამატებითი ფულადი ნაკადის საჭიროების შემთხვევაში აქტივების მნიშვნელოვანი დანაკარგით  გაყიდვის რისკ