1. პორტფელის რისკის მართვა მოიცავს პროცესებსა და კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობას, რომლის მეშვეობითაც ხდება საინვესტიციო რისკის აპეტიტის და შესაბამისი რისკის ლიმიტების დადგენა, გაზომვა, მართვა და ანგარიშგება.

2. პორტფელის რისკის მართვის ჩარჩო განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭოს რისკის აპეტიტს და შესაბამის რისკის ლიმიტებს. ის წარმოადგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და მისი განხილვა უნდა მოხდეს აღნიშნულ დოკუმენტთან ერთა