1. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო ასრულებს სტრატეგიული გზამკვლევის როლს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისი მთავარი მიზანია უზრუნველყოს სტრუქტურული მიდგომა, აქტივების განთავსებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებთან დაკავშირებით.
2. აღნიშნული ჩარჩო მიმოიხილავს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც საინვესტიციო პორტფელების ფორმირებისა და რებალანსირების დროს გამოიყენება და რომელიც მიმართულია საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობისკენ.
3. აღნიშნული ჩარჩო არის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ნაწილი და მასთან ერთად განიხილებ