1. აქტივების განთავსების სტრატეგია არის ხარისხობრივი და რაოდენობრივი სამუშაო, რაც განსაზღვრავს ისეთ ოპტიმალურ გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც კანონმდებლობით ან საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილი საინვესტიციო შეზღუდვების დაცვით აღწევს სასურველ სტრატეგიულ მიზნებს.
2. ხარისხობრივი მსჯელობა შედგება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ბენჩმარკის დონის აქტივების კლასების განსაზღვრა, ოპტიმიზაციის ტექნიკის შერჩევა და სტრეს ტესტებისთვის სცენარების შემუშავება. რაოდენობრივი მსჯელობის ზოგიერთი მაგალითია: აქტივების კლასების მოსალოდნელი ამონაგებისა და რისკის განსაზღვრა, საჭირო ლიკვიდობის პროგნოზირება, პორტფელის ოპტიმიზაცია, მონტე-კარლოს სიმულაციები.
3. აქტივების განთავსების სტრატეგია იმართება საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო საინვესტიციო სამსახური და საპენსიო სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საინვესტიციო საბჭოს საჭირო მხარდაჭერით ამ პროცესში.
4. აქტივების განთავსების სტრატეგია უნდა შესრულდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის.
5. ეს ჩარჩო აღწერს აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესს და არის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი და წაკითხული უნდა იქნას მასთან ერთა