1. რისკის აღება საინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საინვესტიციო საბჭო იყენებს რისკის მართვის ფუნქციას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მონაწილეთათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნა ადეკვატური რისკის მართვის პრაქტიკის დამკვიდრებისა და საოპერაციო და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში წარმატებული შედეგების ალბათობის გაზრდის გზით. საინვესტიციო საბჭო აცნობიერებს, რომ შეუძლებელია რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა ის მკაფიოდ უნდა იყოს გაცნობიერებული იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას მოსალოდნელ ამონაგებსა და რისკს შორის მიზნობრივი ბალანსი.
2. რისკი იმგვარად უნდა იმართოს, რომ:
ა) უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი საინვესტიციო რისკების მართვის ერთიანი პროცესი, საინვესტიციო საქმიანობაზე მოქმედი ყველა ოპერაციული რისკების გათვალისწინებით;
ბ) მოხდეს საინვესტიციო პორტფელთან და აქტივების თითოეულ კლასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკების იდენტიფიცირება, გაზომვა და კომუნიკაცია;
გ) უზრუნველყოს ინვესტიციაზე ამონაგებისა და აღებული რისკების მონიტორინგი, იმისათვის, რომ შეფასდეს, რამდენად ადეკვატურად არის კომპენსირებული გაწეული რისკები; და
დ) უზრუნველყოფილი იყოს საინვესტიციო რისკის გამოთვლის სისტემებისა და ფუნქციების სათანადო ორგანიზაციული დამოუკიდებლობა საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების ფუნქციებისგან.
3. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს და საინვესტიციო საბჭო ითანხმებს საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და გარანტირებულად უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი საქმიანობების ფუნქციურ და იერარქიულ გამიჯვნას.
4. საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი.
5. საინვესტიციო პოლიტიკის, აქტივების განთავსების სტრატეგიის, აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრისას, ასევე მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და საპენსიო აქტივების მართვისას წარმოშობილი სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საინვესტიციო საბჭო მხედველობაში მიიღებს რისკების როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ მახასიათებლებს.
6. საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადეს და გამჭირვალობას რისკების ფლობასთან და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. საპენსიო სააგენტოს დებულება განსაზღვრავს იმ ორგანიზაციულ წყობას, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი ადგენს და იღებს გადაწყვეტილებებს საპენსიო სააგენტოს რისკების სტრატეგიასთან და რისკების მართვის მიდგომასთან დაკავშირებით. საინვესტიციო სამსახური, როგორც დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი რისკების მართვაზე და ანგარიშგებაზე. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი, როგორც დაცვის მეორე ხაზი, პასუხისმგებელია გაზომოს, შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს და მოახდინოს შესაბამისობის ანგარიშგება მიმდინარე საინვესტიციო პორტფელის რისკის პროფილის საპენსიო სააგენტოს რისკის აპეტიტთან და რისკის ლიმიტებთან მიმართებაში. აღნიშნული რისკების ანგარიშგება ნათლად უნდა ასახავდეს მიმდინარე რისკის პოზიციებს, ხელმოწერილი უნდა იყოს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ და დროულად უნდა იქნას გაზიარებული საინვესტიციო საბჭოსთვის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრისთვის, დირექტორისა და ეროვნული ბანკისთვის.
7. „პორტფელის რისკის მართვის ჩარჩო“, რომელიც ამ პოლიტიკას თან ერთვის დანართი №3-ის სახით, წარმოადგენს მის ნაწილს და აღწერს რისკის აპეტიტისა და რისკის ლიმიტების განსაზღვრის პროცესს.
8. საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს რისკის აპეტიტს და რისკის ლიმიტებს როგორც ეს ამ პოლიტიკაშია აღნიშნული და მოელის, რომ საინვესტიციო სამსახური არ დაარღვევს აღნიშნულ ლიმიტებს.
9. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის მთავარი საინვესტიციო ოფიცრისათვის. რისკის ანგარიშებში ასახული ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებლები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განხილული საინვესტიციო საბჭოს მიერ, რომელიც ყოველთვის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი დამოუკიდებლობა კანონის შესაბამისა