1. სრულყოფილი ანგარიშგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის საინვესტიციო საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს, და ეროვნულ ბანკს აძლევს შემოსავლიანობის, აქტივების განაწილების, სტრატეგიებისა და მთლიანად ფონდთან დაკავშირებული საკითხების შეფასების შესაძლებლობას.
2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი პერიოდულად და რეგულარულად აწარმოებენ და წარუდგენენ შესაბამის შიდა ანგარიშებს/ინფორმაციას საინვესტიციო საბჭოს, რათა უზრუნველყონ საინვესტიციო საბჭოს ეფექტური ფუნქციონირება.
3. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს საინვესტიციო პორტფელების შედეგების ყოველთვიური საჯარო ანგარიშების მომზადებას, რომელიც მოიცავს რისკებისა და შემოსავლიანობის ანალიზს.
დანართი №1. აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარ