1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ავტორიზაციას ანიჭებს საქართველოს ეროვნული ბანკი. სპეციალიზებული დეპოზიტარი ახორციელებს საპენსიო აქტივების შენახვას, აღრიცხვას, ვერიფიკაციასა და კასტოდიანურ მომსახურებას. ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარი  ამოწმებს საპენსიო აქტივების კანონთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობას, რაც დამატებითი დაცვის ხაზია და აძლიერებს საპენსიო აქტივების უსაფრთხოებას.

2. საინვესტიციო საბჭო ირჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, აფორმებს/ წყვეტს მასთან შესაბამის ხელშეკრულებას, ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან  გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე.

3. თუ სხვაგვარად შეუძლებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება ან ეს მოითხოვს არაგონივრულ ძალისხმევას ან/და ხარჯებს, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის  მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახე