1. საპენსიო აქტივების ინვესტირება, ადმინისტრირება და მენეჯმენტი უნდა განხორციელდეს გონივრულად, ყველა მონაწილის სასარგებლოდ, კანონმდებლობის  დაცვით.

2. კანონისა და ბრძანება №258/04-ის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშები უნდა მომზადდეს  „სამართლიანი ღირებულების“  პრინციპის დაცვით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აგრეთვე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პორტფელის შეფასების პრინციპებისა და  საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტების (GIPS) გათვალისწინებით. სამართლიანი ღირებულება განისაზღვრება როგორც ფასი, რასაც გამყიდველი მიიღებდა ბაზრის მონაწილისგან შეფასების დღეს.

3. შეფასების დღისათვის მთლიანი საპენსიო აქტივები განისაზღვრება როგორც საპენსიო სააგენტოს  ნომინალურ მფლობელობაში არსებული ყველა აქტივის ჯამი. საპენსიო  აქტივების წმინდა ღირებულება განისაზღვრება, როგორც საპენსიო აქტივებსა და საპენსიო ვალდებულებებს შორის სხვაობა, ბრძანება №258/04-ის მე-4 მუხლის შესაბამისად.

4. განსხვავებით ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან, საინვესტიციო პორტფელში შემავალი საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული საბალანსო ღირებულებით (ნომინალურ ღირებულებას დამატებული დარიცხული სარგებელი შეფასების დღის მდგომარეობით და გამოკლებული ნებისმიერი გაუფასურება). IFRS 9 სტანდარტით მოთხოვნილი ბიზნეს მოდელისა და მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის (SSPI) ტესტები უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა გაანგარიშებულ იქნას ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულება საბალანსო ღირებულებით.

5. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საინვესტიციო პორტფელის აქტივების შეფასება უნდა განხორციელდეს ბრძანება №258/04-ის შესაბამისად.

6. ფასიანი ქაღალდების სამართლიანი ღირებულება შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა მიდგომით და სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფასების წყაროს იერარქიის განსაზღვრისას საინვესტიციო საბჭო ითვალისწინებს მონაცემების სიზუსტეს, სანდოობას, ერთიანობასა და მის ამომწურავ ხასიათს. მონაცემების ხსენებული იერარქია კლებადი თანმიმდევრობით მოცემულია ქვემოთ. შესაძლო მონაცემებიდან ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ის მონაცემები, რომელიც მათ შორის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე დგას.

ა) დონე 1: კვოტირებული ფასები აქტიურ ბაზრებზე   იმავე აქტივებისთვის

ბ) დონე 2: ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემები  (ე.ი. კვოტირებული ფასების გარდა);

გ) დონე 3: ის მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება ბაზარზე.

7. კვოტირებული საბაზრო ფასის მქონე ინვესტიციები მოიცავს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც დაშვებულია ლისტინგში და აქტიურად ივაჭრება რეგულირებად ბირჟაზე ან ალტერნატიულ სავაჭრო პლატფორმაზე. ასეთ აქტივებს განეკუთვნება და არ შემოიფარგლება, მაგალითად, აქციები, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები, ფიუჩერსები, ოფციები და სხვა.

8. თუ ფასიანი ქაღალდებით არ ხდება აქტიურად ვაჭრობა, ფასიანი ქაღალდის შეფასება უნდა მოხდეს ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, სადაც ბაზარზე დაკვირვებადი მონაცემები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: საპროცენტო განაკვეთები, საკრედიტო სპრედი, ასევე შედარებადი ინვესტიციების ფასები, რომლებიც აქტიურად ივაჭრება ბაზრებზე და სხვა. ამ დონის შეფასებებისათვის შემუშავდება რისკზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, რათა უზრუნველყოფილი იქნას ინვესტიციების სათანადო და სამართლიანი შეფასება. ამ ტიპის ინვესტიციებისათვის საინვესტიციო აქტივის სამართლიანი ღირებულება შეიძლება მიღებულ იქნეს ალტერნატიული წყაროდან და აღნიშნული წყარო უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს. აღნიშნული მითითებები შეიძლება იყოს ორი სახის:

ა) შიდა ფასწარმოქმნის მეთოდი – საინვესტიციო სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს პირდაპირ აძლევს მითითებებს დეტალური შეფასების მეთოდის თაობაზე მის მიერ შემუშავებული  შეფასების შიდა მეთოდებზე დაყრდნობით.

ბ) კონკრეტულ ფასის წყაროზე მითითება – საინვესტიციო სამსახური სპეციალიზებულ დეპოზიტარს მიუთითებს მესამე მხარის ფასწარმოქმნის წყაროზე, როგორიცაა, მაგალითად, ბროკერები, კონტრაჰენტები ან სხვა დამოუკიდებელი შემფასებლები.

9. მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ბაზარზე ვერ ხდება (მე-3 დონის მონაცემები), თავისი სუბიექტურობის გამო წარმოადგენს ყველაზე უმნიშვნელო და ნაკლებად საიმედო ფაქტორს სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისას. საჯარო ლისტინგში დაშვებული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მონაცემების გამოყენება, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

10. საინვესტიციო პორტფელში შემავალი საინვესტიციო ფონდების სამართლიანი ღირებულება განისაზღვრება ბრძანება №22/04-ით.

11. არასაბირჟო (OTC) დერივატივების სამართლიანი ღირებულება უნდა დადგინდეს  შიდა ფასწარმოქმნის მეთოდის გამოყენებით, ან კონკრეტულ წყაროზე მითითების გზით.

12. იმ შემთხვევაში, თუ ფასების დონის იერარქიიდან პირველი და მეორე დონე არ იქნება გამოსადეგი, შესაძლებელია მესამე მხარის, დამოუკიდებელი შემფასებლების (ფასის მომწოდებლები) შერჩევა, პრიორიტეტების მინიჭება და განხილვა, ყველაზე შესაფერისი და ზუსტი შეფასების მიზნებისათვის. დამოუკიდებელი შემფასებლები უნდა შეირჩეს საინვესტიციო საბჭოს მიერ და მათი შეფასება უნდა მოხდეს სხვადასხვა კუთხით, მათ შორის და არამხოლოდ, კვალიფიკაციის, გამოცდილების, შესაძლებლობის, საერთაშორისო რეპუტაციის, დამოუკიდებლობისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

13. საპენსიო სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშება ხდება ყოველი სამუშაო დღისთვის და მისი შედეგები სათანადო წესით უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც პასუხისმგებელია შეამოწმოს აღნიშნული გაანგარიშებების შესაბამისობა კანონთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ აქტებთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან და საპენსიო სააგენტოს შიდა დოკუმენტებთან.

14. ყველა მონაცემი, რომელიც გამოიყენება სამართლიანი ღირებულების გამოსათვლელად, განახლდება ისეთი პერიოდულობით, რაც გამომდინარეობს პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან, მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და სხვა ნებისმიერი შემაფერხებელი ფაქტორის გათვალისწინებით. ძირითადი ინვესტიციების კატეგორიების შეფასებისას გამოყენებული მონაცემების განახლების მინიმალური სიხშირე წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში (მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შეფასების სიხშირის მიუხედავად, ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების მნიშვნელოვანი ცვლილების ნებისმიერი შემთხვევის გამოძიება დაუყოვნებლივ მოხდება):

სამართლიანი ღირებულების იერარქია

მინიმალური სიხშირე

დონე 1

ყოველ სამუშაო დღეს

დონე 2

ყოველთვიური

დონე  3

წლიური ან ბრძანება №22/04-ის შესაბამისად

15. საპენსიო აქტივების შეფასებისას გამოყენებული მიდგომების, შეფასებისას გამოყენებული მონაცემების განახლების სიხშირისა და მესამე მხარის დამოუკიდებელი შემფასებლის აყვანის პროცესის პრინციპების დეტალური აღწერა საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავებულია მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ  და დამტკიცებულია ეროვნული ბანკის ბრძანება №22/04-ით.

16. შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს უწყვეტად და უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად და საინვესტიციო აქტივების სახეობების ზრდისა