1. ამ პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია კანონით, თუ ამ პოლიტიკაში სხვაგვარად არ არის განმარტებული ან კონტექსტიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს.

2. ამ პოლიტიკის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) ბენჩმარკ პორტფელი – აქტივების განთავსების სტრატეგიის პროცესის შედეგად შექმნილი პორტფელი, რომელიც:

ა.ა) წარმოადგენს საინვესტიციო საბჭოს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას, რისკის აპეტიტის, საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო ჰორიზონტის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღნიშნულ პარამეტრებთან ერთად;

ა.ბ)  გამოიყენება ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელისა და საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული შესაბამისი ნამეტი ღირებულების მომტანი საქმიანობის ეფექტიანობისა და რისკების შეფასებისათვის;

ბ) საინვესტიციო პორტფელი – დროის ნებისმიერ მომენტში არსებული ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელი;

გ) აქტიური რისკი (tracking error)  – საინვესტიციო პორტფელის გადახრა ბენჩმარკ პორტფელიდან, რომელიც იზომება ბენჩმარკ პორტფელისა და საინვესტიციო პორტფელის ამონაგების სხვაობის წლიური სტანდარტული გადახრით;

დ) სასესხო ფასიანი ქაღალდები და სხვა საპროცენტო ინსტრუმენტები – ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები და კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ე) კანონი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) პოლიტიკა – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, როგორც განსაზღვრულია კანონით;

ზ) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და რისკის ტიპები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სააგენტოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ და საინვესტიციო მიზნებს;

თ) რისკის ლიმიტები – საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილი რაოდენობრივი ზომები საინვესტიციო პორტფელებში რისკების გასაკონტროლებლად. აღნიშნული მოიცავს ბენჩმარკიდან გადახრის ლიმიტებს, კონცენტრაციის ლიმიტებს აქტივების კლასის, კონტრაგენტისა და სხვა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს საერთო რისკის მისი რისკის აპეტიტთან შესაბამისობას;

ი) ბრძანება №258/04 – „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანება;

კ) აქტივების რეალოკაცია – ფულადი სახსრების გადატანის გარეშე პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილების პროცესი;

ლ) ბრძანება №22/04 – „საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის №22/04 ბრძანებ