1. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილ საპენსიო აქტივების მართვისა და ინვესტირების ჩარჩოს, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
2. საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო მანდატის შესაბამისად. ამგვარად, პოლიტიკის ეს დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის კანონმდებლობასთან და საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ აქტებთან ან მათ შემცვლელ სამართლებრივ აქტებთან ერთობლიობაში.
3. საბჭო საჭიროებისამებრ, პერიოდულად, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადასინჯავს, როგორც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე აქტივების განთავსების სტრატეგიას და საჭიროების შემთხვევაში, განაახლებს მათ. საბჭოს აქვს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და მის შედეგად მიღებული ბენჩმარკ პორტფელების განსაზღვრის სრული დისკრეცია, თუ ის შეესაბამება კანონ