1. საინვესტიციო საქმიანობის მთავარი მიზანია მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე მაღალი რეალური ამონაგების მიღება ფინანსურად უსაფრთხო და კარგად დივერსიფიცირებული ინვესტიციების მეშვეობით, გამჭვირვალე და კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით, საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულის მისაღწევად და კანონის შესაბამისად, დადგენილია შემდეგი სტრატეგიული მიზნები:
ა) საინვესტიციო მიზანი – ინვესტიციები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს 95%-იანი სანდოობის დონით მოსალოდნელი იყოს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების მიღება. საინვესტიციო საბჭო მოელის, თუმცა არა გარანტირებულად, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში მიიღწევა მინიმუმ 2% წლიური დადებითი რეალური ამონაგები. საინვესტიციო პორტფელის მართვის პროცესზე ვრცელდება „კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპი“ იმგვარად, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდეს ყურადღებით, ექსპერტული უნარების გამოყენებით, გონივრულად და სათანადო გულისხმიერებით;
ბ) ლიკვიდურობის მიზანი – საინვესტიციო პროცესი იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ბაზარზე თუნდაც სავარაუდო, მაგრამ ძლიერი რყევების დროსაც კი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ლიკვიდურობის მობილიზება და ფულადი ნაკადების ვალდებულებების შესრულებ