1. საპენსიო სააგენტოს სურვილია მხარი დაუჭიროს კომპანიებსა და ორგანიზაციებს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამკვიდრებაში, რომელიც აძლიერებს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, მათ შორის პასუხისმგებლიანი კორპორატიული და ორგანიზაციული ქცევის წახალისებით, რაც გულისხმობს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით („ESG”) ფაქტორებს. საპენსიო სააგენტოს მიაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ეფექტიანად მართავენ „ESG“ ფაქტორებს, უფრო მეტი ალბათობით ქმნიან ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ „ESG“ ფაქტორების მნიშვნელობა განსხვავებულია სხვადასხვა ინდუსტრიისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.
2. საპენსიო სააგენტო მხარს უჭერს პასუხისმგებლიან საქმიანობას იმ კომპანიებში, რომლებშიც ახორციელებს ინვესტიციებს. საპენსიო სააგენტო კომპანიებში ინვესტირებას, პირდაპირ ან სხვა მსგავსი საინვესტიციო მიზნების მქონე ინვესტორებთან ერთად, მიიჩნევს ეფექტიან საშუალებად, რომ დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს კომპანიაში და დაეხმაროს მათ გრძელვადიანი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაში. ზოგადად, საპენსიო სააგენტოს მიაჩნია, რომ კორპორატიული ჩართულობა და ESG ფაქტორების ინტეგრირება საჯარო და კერძო ინვესტიციების შეფასებასა და მართვაში უფრო უკეთესად შეესატყვისება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მიზნებს, ვიდრე კომპანიების გამორიცხვა სკრინინგის კრიტერიუმებით.
3. საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური ცდილობს „ESG“ ფაქტორების ინტეგრირებას ინვესტიციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან მათ სწამთ, რომ ეს არსებითია გრძელვადიანი ამონაგების მისაღებად. გარდა ამისა, საინვესტიციო საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ზოგადად საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
4. როგორც გრძელვადიანი მფლობელი და კრედიტორი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, საპენსიო სააგენტოს ვალდებულებაა აღნიშნული აქტივების დაცვა კარგი მმართველობისა და საოპერაციო ანგარიშვალდებულების გზით. ამიტომ, საინვესტიციო საბჭომ უნდა შეიმუშაოს „ESG“ პოლიტიკა, რომელიც გამოყენებული იქნება საინვესტიციო საქმიანობაში. „ESG“ პოლიტიკას, ყოველწლიურად გადახედავს საინვესტიციო საბჭ