1. აქტივების კლასებში ინვესტირება უნდა განხორციელდეს ამ პოლიტიკის დანართი №1-ის მიხედვით განსაზღვრული დასაშვები გადახრებისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. საინვესტიციო პორტფელის მიზანია დინამიურად ასახოს საბაზრო ცვლილებები და არ მოხდეს მათი დაშორება ბენჩმარკ პორტფელებთან.
2. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ცდილობს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება სტრატეგიული გადახრისა და აქტიური ამონაგების სტრატეგიების საშუალებით, როგორც ეს „საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩოშია“ განსაზღვრული, რომელიც დანართი №2-ის სახით თან ერთვის ამ პოლიტიკას.
3. „საინვესტიციო პორტფელის ფორმირების ჩარჩო“ წარმოადგენს ამ პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს და მოიცავს პორტფელის ფორმირებისა და რებალანსირების პროცესის უფრო დეტალურ აღწერა