1. ოპტიმალური ბენჩმარკ პორტფელ(ებ)ის განსაზღვრისთვის გამოყენებული უნდა იყოს საინვესტიციო კომიტეტის მიერ მითითებული ოპტიმიზაციის ტექნიკა, რომელშიც პარამეტრებად გამოიყენება წინა საფეხურზე განსაზღვრული მონაცემები (მინიმუმ შემდეგი საბაზრო პარამეტრების დაშვებები – მოსალოდნელი ამონაგები, რისკი და კორელაციები).
2. ოპტიმიზაციის პროცესის შედეგი არის ეფექტური მრუდი, პორტფელების ერთობლიობა, რომლითაც მიიღწევა მაქსიმალური მოსალოდნელი ამონაგები რისკის მოცემული დონისთვის.
3. ეფექტურ მრუდზე განთავსებული თითოეული პორტფელისთვის მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: წლიური მოსალოდნელი ამონაგები, წლიური სტანდარტული გადახრა, შარპეს ფარდობა, მოსალოდნელი რეალური ამონაგები საინვესტიციო ჰორიზონტისთვის 95% სანდოობის დონით. ურისკო განაკვეთად შესაძლებელია განისაზღვროს მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა.
4. სხვადასხვა სცენარის ანალიზი/სიმულაციები ტარდება ეფექტურ მრუდზე განთავსებულ პორტფელებზე და სხვა შერჩეულ პორტფელებზ